ბრენდის ისტორია

რიდე ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს – თავსაბურავს.
ძველი ქართული სიტყვის გამოყენებით გამოვხატეთ ჩვენი კავშირი ანტიკურ, შუა და თანამედროვე საქართველოსთან.

ჩვენი მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლება, სწორედ ამიტომ რიდეს შარფებზე გამოყენებულია ქართული ანბანის განვითარების სხვადასხვა ეტაპები, ასევე ქართული ორნამენტის სახეობები.

ნუსხური დამწერლობის ინსპირაციით შეიქმნა რიდეს ლოგო.
ამით კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ბრენდის ფასეულობებს.

ჩვენი პროდუქცია მზადდება საქართვლოში, გამორჩეულია სპეციფიური ფერთა გამით, უნიკალური ილუსტრაციებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხით.

ბრენდი წარმოადგენს რიდეს დამფუძნებლის და ილუსტრაციების ავტორის, კესო გველესიანის შემოქმედებას.
რიდეს შარფებზე შეხვდებით მხატვრის არა ერთ პროექტს.
კესო ასვე გრაფიკული დიზაინერია, 25 წლის ასაკში შექმნა რიდე და მისი შემოქმედება ასეთი სახით გაუზიარა ადამიანებს.

ავტორისგან:
“ხატვა ჩემთვის ემოციების გამოხატვის საუკეთესო გზაა. სწორედ ეს ემოციებია ჩემი მთავარი ინსპირაცია. ამით შემიძლია გაგიზიაროთ თუ როგორია სამყარო ჩემთვის და ვინ ვარ მე ამ სამყაროში.
იმედი მაქვს , თითოეულ ნახატთან თქვენც იპოვნით ემოციურ კავშირს”