შარფის ზომები:
ქართული დამწერლობა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიო დამწერლობებს შორის. მისი ისტორიული საფეხურებია: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ახლა თქვენ წინაშეა უძველესი ასომთავრულისა და თანამედროვე მხედრულის ჰარმონიული თანაკვეთა.
ასომთავრულის პირველი ხელნაწერი ძვ. წ. I საუკუნით თარიღდება და ამით იხსნება ის ფაქტიც, რომ იუნესკოს მიერ ქართულ დამწერლობას კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
მხედრულის მოხაზულობები სწორედ ასომთავრულისა და ნუსხურის ისტორიული ტრანსფორმაციის შედეგად მივიღეთ. დღეს ქართველები სწორედ ამ ანბანის გამოყენებით ცვლიან ინფორმაციას და მისი უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ისევე იკითხება, როგორც იწერება.
ილუსტრაციის ავტორი: კესო გველესიანი
65.00₾ – 105.00₾
© RIDE.GE 2026 all rights reserved